კვლევა-რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირე“

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

      მოსწავლეთა  კითხვის  უნარის  საერთაშორისო  შეფასების  პროგრამების  მონაცემების  მიხედვით  მეოთხე  კლასის  მოსწავლეები  სათანადო  შედეგებს  ვერ  აღწევენ  წაკითხული   მხატვრული  და ინფორმაციული  ტექსტების  გაგება-გააზრებაში.  საგანმანათლებლო  მიღწევების  საერთაშორისო  ასოციაცია,  გასული  საუკუნის  50 -იანი  წლებიდან  აწარმოებს  კვლევებს  კითხვისა  და  გაგება-გააზრების  უნარების  შესაფასებლად.  აღნიშნული  კვლევები  საშუალებას  აძლევს მონაწილე  ქვეყნებს  შეადარონ  მოსწავლეთა  მიღწევების  დონე,  გაანალიზონ ამა  თუ  იმ  ქვეყნის  საგანმანათლებლო სისტემაში  არსებული  ხარვეზები.  სასკოლო სისტემის დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარების სათანადოდ დაუფლება განაპირობებს წარმატებებს სწავლასა და მომავალ საქმიანობაში, როგორც სკოლის მომდევნო საფეხურებზე, ასევე მთელი ცხოვრების მანძილზე. უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის სწავლა და კარგ მკითხველად ჩამოყალიბება. 21-ე საუკუნის ინფორმაციულ საზოგადოებაში წიგნიერება ადამიანის ერთერთ საკვანძო და საბაზისო კომპეტენციას წარმოადგენს. დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს პროფესია და კარიერული წინსვლა, რომელიც ადამიანისგან სხვადასხვა ტიპის ტექსტების დამუშავებას, გააზრებასა და ანალიზს არ მოითხოვდეს,ხშირად რამდენიმე ენაზეც კი. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ,სწრაფად და ადვილად გამოაქვეყნოს საკუთარი იდეები, შეხედულებები თუ მიგნებები გლობალურ სოციალურ ქსელში ისე, რომ ტექსტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მილიონობით პოტენციური მკითხველისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.
   ეროვნული სასწავლო გეგმის ერთერთი უმთავრესი მიზანია განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ამასთანავე, ეს მიმართულება ემსახურება ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
   PIRLS-ის საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს წაკითხულის გაგება-გააზრების მიმართულებით და მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. კითხვის უნარის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას გაიუმჯობესოს ინტელექტუალური თუ ყოფითი აზროვნება.როცა მოზარდი კითხვას სწავლობს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა სტრატეგიებით ცდილობენ უფროსები მიზნის მიღწევას.ხშირად სხვადასხვა საგანში დაბალი შედეგები სწორედ იმ მოსწავლეებზე მოდის,რომლებიც ვერ კითხულობენ, ან სიტყვათა თუ წინადადებათა ამოკითხვას სწორად ახერხებენ,მაგრამ გააზრებული კითხვის გარეშე.მიზეზების ძებნა მნიშვნელოვანია,მაგრამ უმთავრესია პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
   ჩემი ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, სადაც განხილულია, თუ რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირე და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი აქტივობები.


პრობლემა და საკვლევი საკითხი
   რა შეიძლება იყოს ერთერთი(და არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ მეოთხე კლასის მოსწავლეები სათანადოდ ვერ გაიაზრებენ წაკითხულ ტექსტს? რაში მდგომარეობს პრობლემა და რა გზით შეიძლება მისი გამოსწორება თუნდაც ნაწილობრივ?
     სკოლაში ბავშვები განსხვავებული ლექსიკური მარაგით შედიან,რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ოჯახის სოციო-ეკონომიურ მდგომარეობაზე და კულტურულ მახასიათებლებზე. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ბავშვები, რომელთაც სკოლაში შესვლამდე უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვთ, სწავლაში უფრო იოლად აღწევენ წარმატებებს,ისინი კი,ვისაც მწირი საწყისი ლექსიკური მარაგი აქვთ, ნელა და ძნელად აღწევენ შედეგებს.თუ ბავშვს ლექსიკური მარაგის გაზრდასა და გაწაფულ კითხვაში პრობლემები გაუჩნდება,უფრო იშვიათად და უფრო ნაკლებს წაიკითხავს.კითხვისათვის თავის არიდება კი იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს. არ კითხულობ-არ გაქვს მდიდარი ლექსიკა, არ გაქვს მდიდარი ლექსიკა-ვერ იგებ წაკითხულს.
      ,,მდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და სწავლაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გააზრებული კითხვაცა და წერაც მნიშვნელოვანწილად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების უმთავრესი მიზეზი სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა.“(ვკითხულობთ კრებულში ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“I-VI კლასები, 2015)
    ვთვლი, რომ ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ბავშვებს უჭირთ ტექსტის გაგება-გააზრება, არის ლექსიკური მარაგის სიმწირე, ამიტომაც კვლევის თემად  ავირჩიე საკითხი ,,რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირე“.   
      კვლევის საკითხის გადასაჭრელად დიდი გამოცდილება შემძინა დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED-ში მონაწილეობამ. ამ პროექტში სალიბაურის N2 საჯარო სკოლა ჩაერთო 2015-2016 სასწავლო წელს და გრძელლდებოდა ორი წლის განმავლობაში.   პროექტში მონაწილეობამ შესაძლებლობა მომცა კიდევ ერთხელ რეალურად შემეხედა არსებული პრობლემებისათვის.პროექტის ხელმძღვანელთა და ტრენერთა დახმარებით, მოტივირებული მუშაობით,კარგი გამოცდილება მივიღე მოსწავლეთა კითხვის დონის გასაუმჯობესებლად. აქტიურად ვნერგავ თანამედროვე მეთოდებს  სასწავლო პროცესში, რაც სწავლების ინტერაქტიური მეთოდებით სწავლებას უწყობს ხელს.  ვფიქრობ, უპირველესად, მასწავლებელმა საინტერესოდ უნდა დაგეგმოს გაკვეთილი.მოსწავლეები სწავლობენ აგრეთვე:
·         წიგნებით,
·         თანატოლებთან ურთიერთობით,
·         მშობლებთან ურთიერთობით,
·         საუბრებით გარეშე პირებთან,
·         დაკვირვებით, აუდიო\ვიდეო მასალით,
·         ინტერნეტით,
·         კეთებით,
·         ტესტით\დავალებით,
·         საკუთარი გამოცდილებით და ა. შ.

     საკვლევი თემის მიზნად დავისახე:
·         მოვახდინო გააზრებული კითხვის სწავლების პროცესში გამოვლენილი პრობლემის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება და დავსახო მისი გადაჭრის გზები,
·         გავეცნო ლექსიკური მარაგის გამდიდრების ეფექტურ სტრატეგიებს და დავნერგო ჩემს პრაქტიკაში, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრება,
·         მოსწავლეებმა შეძლონ დაუფლებული უნარის გამოყენება სხვადასხვა საგნის შესასწავლად, აგრეთვე გამოიყენონ ცხოვრებაში,
·         ეფექტურად დავგეგმო შემდგომი სასწავლო პროცესი და დავხვეწო საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა,
·         პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარო კოლეგებს.
ძირითადი დასკვნები: კვლევის პროცესში გამოყენებული აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, აუმაღლდეთ მოტივაცია, დახვეწონ კითხვის ტექნიკა და შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრება, აამაღლონ ცოდნის დონე სხვადასხვა საგნებში. მე კი, როგორც პედაგოგი, ეფექტურად დავგეგმავ შემდგომ სასწავლო პროცესს,დავხვეწ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას და გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს.




ლიტერატურის მიმოხილვა
       განათლების  დაწყებით  საფეხურზე    კითხვის  სწავლება-სწავლის გაუმჯობესება   განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია,  რადგან  ეს  ფუნდამენტური  უნარები  განაპირობებს  პიროვნების  აკადემიურ  და პროფესიულ წარმატებას  ნებისმიერ  სფეროში.  ეფექტური  კითხვა,  თავის  მხრივ,  გულისხმობს კითხვის  ტექნიკის  გაწაფვას  და წაკითხულის  კრიტიკულად  გააზრებას.                                                                                                                        
  ზოგადი  განათლების  საბაზო  და  საშუალო  საფეხურზე,  ასევე  უმაღლესი  განათლების  საფეხურზე  უკეთესი  მიღწევებით  გამოირჩევიან  ის  მოსწავლეები, რომელთაც  დაწყებით  საფეხურზე  კარგად  ისწავლეს  კითხვა.                                                                                                      
    მოსწავლეთა  კითხვის  უნარის  საერთაშორისო  შეფასების  პროგრამების  მონაცემების  მიხედვით  მეოთხე  კლასის  მოსწავლეები  სათანადო  შედეგებს  ვერ  აღწევენ  წაკითხული   მხატვრული  და ინფორმაციული  ტექსტების  გაგება-გააზრებაში.  საგანმანათლებლო  მიღწევების  საერთაშორისო  ასოციაცია,  გასული  საუკუნის  50-იანი  წლებიდან  აწარმოებს  კვლევებს  70  -მდე  ქვეყანაში  კითხვისა  და  გაგება-გააზრების  უნარების  შესაფასებლად.  აღნიშნული  კვლევები  საშუალებას  აძლევს მონაწილე  ქვეყნებს  შეადარონ  მოსწავლეთა  მიღწევების  დონე,  გაანალიზონ ამა  თუ  იმ  ქვეყნის  საგანმანათლებლო სისტემაში  არსებული  ხარვეზები.                                                                                                                                   
    2007 წელს  ეროვნული  სასწავლო  გეგმების  და  შეფასების  ცენტრმა  ჩაატარა  კვლევა  მოსწავლეთა  კითხვის  უნარის  შესაფასებლად  მშობლიურ  ენასა  და  ლიტერატურაში.(ეროვნული  სასწავლო  გეგმებისა  და  შეფასების  ცენტრის  კვლევები, თბილისი,   2007. გვ.189- 215)        
            კითხვის  უნარის  შესამოწმებლად  შერჩეული იქნა მხატვრული  და  ინფორმაციული  ტექსტები. მოსალოდნელი  იყო, მოსწავლეთა  დიდი  უმრავლესობა იოლად  დაძლევდა ტექსტთან  დაკავშირებულ  კითხვებს,  მაგრამ  კვლევის  შედეგებმა  სხვა  სურათი  აჩვენა: მოსწავლეებს  უჭირთ ტექსტის  სიღრმისეული  ანალიზი. მოსწავლეთა  უმეტესობა  ანალიზისა  და შეფასების  უნარს, ძირითადად, ტექსტის  ზედაპირზე მოცემული ინფორმაციისკენ  წარმართავს,  რაც  იმას  ნიშნავს, რომ  ისინი მხატვრულ  ტექსტს აღიქვამენ,  როგორც  მხოლოდ  ზედაპირზე  მოცემული  ინფორმაციის  გადმოცემის  საშუალებას.                               
     საგულისხმოა,  ცენტრის  მიერ  ჩატარებული  ის  კვლევაც, რომლის  ობიექტებიც  პირველკლასელები  იყვნენ. კითხვასთან  დაკავშირებით  საკმაოდ  მძიმე  სურათი  გამოიკვეთა  (ეროვნული  სასწავლო  გეგმებისა  და  შეფასების  ცენტრის  კვლევები,  თბილისი, 2007, გვ. 85-102) .                                                                                                       
       კითხვის  უნარი  დაწყებით  საფეხურზე  შეაფასა  გამოცდების  ეროვნულმა  ცენტრმა   ჯერ  კიდევ     2003 წელს,  როდესაც  მან  ჩაატარა   სასწავლო  პროცესის  სახელმწიფო  შეფასება  მშობლიურ  ენაში  ( იხ. სახელმწიფო  შეფასების  შედეგები ქართულ  ენასა  და ლიტერატურაში   (წინასწარი  ანგარიში)    2004 წ.,  ასევე  http//naec. ge (  სახელმწიფო  შეფასება  ქართულ  ენაში).  
              2006  წელს  ჩატარდა PIRLS-ის  საერთაშორისო  კვლევა.  კვლევის  შედეგები  შემდეგ 
მისამართზეა:  http://naec. ge  /files /765 PIRLS-  2006. pps .   
            კვლევის  შედეგად  გამოვლინდა: დაწყებითი  საფეხურის  (I-IV)  დასრულებისას  მოსწავლეთა   18%  ისეთი  სირთულის  ტექსტებს, როგორიც  სასწავლო  სახელმძღვანელოებშია  წარმოდგენილი,  კითხულობს,  მაგრამ  სიღრმისეულად ვერ  გაიაზრებს. დაწყებით  კლასებში   წაკითხულის  შინაარსის  გააზრებისა  და გადმოცემოს  მიხედვით,  მსოფლიოს  45  ქვეყნიდან,  ჩვენი  ქვეყანა   37 ადგილზეა.                                                                                                  
          2011 წელს  საერთაშორისო  კვლევების მიხედვით  საქართველო იმ ქვეყნებს  შორისაა, რომელთაც  საშუალოზე  დაბალი  შედეგი  აქვთ,  თუმცა  მონაწილე  45 ქვეყნიდან  საქართველო  მოხვდა  იმ  ქვეყნებს  შორის,  რომელთაც  თავიანთი  შედეგი    2006 წლის  შედეგებთან  შედარებით  გააუმჯობესეს.   
           მოსწავლეები მნიშვნელოვნად უფრო მაღალ მაჩვენებელს ავლენენ ტექსტის ინტერპრეტაციასა და ინტეგრირებასთან დაკავშირებულ დავალებებში,  იმ ტიპის დავალებებში კი,  რომლებიც მოითხოვს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნას და უშუალო დასკვნების გამოტანას,შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. წინა კვლევებთან  შედარებით მრავალი მაჩვენებელი და ეს წინსვლა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე,  რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები და მასწავლებელთა მცდელობა   გაეცნონ და დანერგონ სწავლების თანამედროვე სტრატეგიები, ეფექტიანია, თუმცა სამუშაო ამ მიმართულებით მაინც ბევრია.                                                                                              
          2013  წელი -  საქართველო  წიგნიერების  დონის  მაჩვენებლით  61  ქვეყნიდან  51-ე  ადგილზეა. 2010 -2011  წლებში  მსოფლიო  ბანკის  დაფინანსებით დაწყებითი  კლასების მოსწავლეთათვის  განხორციელდა  წიგნიერების  დონის  ამაღლებაზე  ორიენტირებული საპილოტე  პროექტი,  რომლის  მიზანი  იყო  დაწყებით  კლასებში  მოსწავლეთა  წიგნიერების  უნარის  განვითარება.                                                                                                                                                           
        განახლდა  და  კითხვისა  და  წერის  სწავლების  მეთოდიკასთან დაკავშირებული  საკითხებით  შეივსო  დაწყებითი კლასების მასწავლებლის  პროფესიული  სტანდარტი.                                                         
      ნ. ბესელიასა  და  პ. პაპავას  ავტორობით  გამოცემული  ,,წიგნიერება  დაწყებით კლასებში’’ დიდ  დახმარებას  უწევს  დაწყებითი კლასების  მასწავლებლებს  წიგნიერების  განსავითარებელ  სწავლა / სწავლების  დასაგეგმად.                                                                                                        
           გზამკვლევი  მასწავლებლებისთვის  ,,ქართული  ენა  და  ლიტერატურა, I-VI კლასები’’  კარგი  მეგზურია  ინტერაქტიული  სწავლებისათვის.                                                                                                
       აშშ  საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს  მხარდაჭერით  და  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროსთან  ერთად  ხორციელდება  საქართველოს  დაწყებითი  განათლების  პროექტი,  რომლის  ფარგლებში  შეიქმნა  სასწავლო- მეთოდოლოგიური  რესურსების  კრებული,  რომელიც  სთავაზორს  სკოლებს  მრავალფეროვან  სასწავლო  რესურსებს,  მოსწავლეზე  ორიენტირებული  სწავლების  სტრატეგიების  დასანერგად.   
                                                                                                                         
კვლევის სტრატეგიები და მეთოდები

     კვლევაში  მონაწილეობდნენ  სსიპ  ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  სალიბაურის N2    საჯარო  სკოლის  IV კლასის  მოსწავლეები  და მშობლები.  კვლევის პერიოდი მოიცავს მონაკვეთს-2017 წლის ნოემბერი-2018 წლის ივნისი.
   საკითხის გადასაჭრელად, პირველყოვლისა, ჩამოვაყალიბე კითხვები:
ა) არის თუ არა ტექსტის გაგება- გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემის ერთერთი მიზეზი ლექსიკური მარაგის სიმწირე?
ბ) რომელ ბავშვს უჭირს უფრო მეტად ტექსტის გააზრება?
გ) როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება      ეფექტური კითხვის უნარის გასააქტიურებლად?
დ) ყველაზე მეტად რომელი აქტივობა და სტრატეგია მომცემს უკეთეს შედეგს?
ე) შეფასების  რომელი ინსტრუმენტი დამეხმარება მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად? 
ვ) რა დონეზე არიან ჩართული მოსწავლეთა მშობლები სასწავლო პროცესში?
   კითხვების შესაბამისად შევარჩიე ადეკვატური მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა. 
      ჩემი პირველი ნაბიჯი იყო დამედგინა  მხატვრული  და  საინფორმაციო  ტექსტის  გაგება-გააზრების
პროცენტული  მაჩვენებელი,  მოსწავლეების  ძლიერი  და სუსტი  მხარეები,  ხელისშემწყობი  და ხელისშემშლელი  ფაქტორები.                                                                                     
    შევადგინე   ა) ტესტები  ბავშვებისათვის;  ბ) კითხვარი  მშობლებისათვის; გ) კითხვარი ბავშვებისათვის.                                                                                                                                ტესტები  ბავშვებისათვის  მოიცავდა  როგორც მხატვრულ  ასევე  საინფორმაციო  ხასიათის  მასალას.   სამიზნე
ჯგუფი -  IV  კლასი.  ტექსტები  მოვამზადე  კლასის  ინტერესების, მზაობისა  და  შესაძლებლობების გათვალისწინებით, ასევე  გავითვალისწინე  განვითარების  უახლოესი ზონა.                                                                                                                                                                       
     ტესტი  იყო  რელევანტური,  ასაკისთვის  შესაფერისი, ესგ სტანდარტით რეკომენდებული  თემატიკის.                                                                                                                                                              

  კვლევა და პედაგოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით სასარგებლოა ლექსიკის სწავლების ორი მიდგომის გამოყენება: სიტყვების უწყვეტად და რეგულარულად სწავლება (Besk,Perfetti,& McKeown,1982) და საკითხავი დავალების შესრულებამდე(ან ტექსტის წაკითხვამდე) სიტყვების სწავლება (Brett, Rothlei, & Hurley,1996;Wixson,1986).
   ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის ბავშვებს ესაჭიროებათ სიტყვების პირდაპირი გზით სწავლება. ამ მიზნით სასარგებლოა ახალი სიტყვების წინასწარ გაცნობა ტექსტის წაკითხვამდე, შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებზე პერიოდულად სავარჯიშოების შესრულება, მათი სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება და სხვა.
ცალკეული სიტყვის პირდაპირი, ექსპლიციტური სწავლების ყველაზე ეფექტური საშუალებებია:
·         სიტყვების წინასწარ განხილვა ტექსტის წაკითხვამდე,
·         პირდაპირი განმარტება,(მასწავლებლის მიერ ან სახელმძღვანელოდან)
·         სიტყვის ლექსიკონში მოძებნა,
·         გათვალსაჩინოება (სურათით, სქემატური მონახაზით,რეალური საგნებით, მოქმედებით,ხატვით, ჟესტ-მიმიკით),მნიშვნელობების ამოცნობა კონტექსტის დახმარებით,
·         სინონიმებისა და ანტონიმების მოშველიება (მსგავსი და\ან საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვასთან დაწყვილება და დაკვირვება),
·         დამხმარე გრაფიკული სქემებისს გამოყენება (მაგ .,,სიტყვის პირამიდა“, ,,ასოციაციური რუკა“, ,,სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა“, ,,სიტყვის\ცნების რუკა“და ა.შ.)
   სიტყვების გაცნობიერებას და სიტყვებისადმი ინტერესის გაღვივებას ხელს უწყობს აგრეთვე ორი საკვანძო სტრეტეგია: ინტენსიური კითხვა და თავისუფალი წერა.
   მოვიყვან ჩემ მიერ მეოთხე კლასში განხორციელებულ აქტივობებს ლექსიკური მარაგის გამდიდრების კუთხით, რომელიც დამეხმარა მოსწავლეებში ტექსტის გაგება-გააზრების დონის ამაღლებაში. ჩავატარე ტესტირება.       ტესტირება  მოსწავლეებთან  ჩატარდა  ორ  ეტაპად- ნარატიული (თხრობითი) ტექსტის გაგება-გააზრება;   შემდეგ  საინფორმაციო  ტექსტის  გაგება-გააზრება. ტესტირება  მიმდინარეობდა  მშვიდ გარემოში.  ტესტირების  შედეგი არასახარბიელო  აღმოჩნდა.  მოსწავლეებმა   მხატვრული  ტექსტის გააზრება  შედარებით  უკეთ  მოახერხეს, თუმცა  საინფორმაციო  ტექსტის  გააზრებისას  ძალიან  დაბალი  შედეგი  მივიღე. აღმოჩნდა, რომ ორი მოსწავლე,რომლებიც ახალჩარიცხული იყო, ძალიან სუსტად ფლობდა კითხვის ტექნიკას. ამ მოსწავლეებზე დავაწესე მონიტორინგი და ვაკვირდებოდი მათ შედეგებს. ვადგენდი მარტივ ტესტებს და დაკვირვების შედეგს  ვინიშნავდი.     პირველი სემესტრის ბოლოს(22.12.2017) მეოთხე კლასში ჩავატარე გამოკითხვა უცხო ტექსტის კითხვაში.მივიღე  ასეთი შედეგი:

გამოკითხულ მოსწავლეთა რაოდენობა

გამართული კითხვა


დასაშვები დონე

დაბალი(საშუალო)

დაბალი(რისკის ზონა)

18

50%

11,1%

27,8%

11,1%




N
მოსწავლის სახელი და გვარი
წუთში წაკითხული სიტყვების რაოდენობა
5 ქულა
გამართული კითხვა
(58)
4 ქულა
დასაშვები
(50-58)
3 ქულა
საშუალო
(40-50)
2 ქულა
დაბალი
(40-ზე ნაკლები)
1
მარიამ ბერიძე
44


3

2
ბექა ბექაური
73
5



3
ნიკა გორგაძე
57

4


4
ანრი დავითაშვილი
73
5



5
რუსლან დავითაძე
70
5



6
ჯაბა დავითაძე
47


3

7
ლუკა დუმბაძე
51

4


8
ანრი დუმბაძე
45


3

9
გიორგი თურმანიძე
75
5



10
მარიამ კახიძე
39



2
11
საბა მორთულაძე
38



2
12
ელენე მახარაძე
70
5



13
ნუკრი ფასანიძე
42


3

14
გვანცა შანიძე
68
5



15
ლიზი შენგელია
70
5



16
ხათუნა ჯავახია
65
5



17
გიორგი ცინდელიანი
42


3

18
ლანა შავაძე
58
5




სიტუაციამ მოითხოვა მაქსიმალურად მემუშავა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე. ამ მიზნით დიდი დახმარება გამიწია პროექტ G-PRIED-ის მიერ მოწოდებულმა აქტივობის ბარათებმა ,,კითხვის და წერის სწავლებისათვის“. აგრეთვე მეოთხე კლასისათვის შედგენილმა ნ. გორდელაძის რვეულმა ,,სიტყვის მარაგი“, ქართული ენა და ლიტერატურა, IV კლასი. რომელიც მრავალფეროვან მასალას შეიცავს სინონიმებისა და ანტონიმების ცნების განმტკიცების, აგრეთვე თხრობითი და საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების მიზნით.
აქტივობა სინონიმების ბანქო . მოსწავლეები ეძებენ მასწავლებლის მიერ დარიგებულ სიტყვათა ბანქოში მოცემული სიტყვის სინონიმებს. მოსწავლე სწავლობს:
·         სიტყვების სინონიმებს,
·         იაქტიურებს შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნას,
·         იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს’
მუშაობის ფორმად შეიძლება ავირჩიოთ ინდივიდუალური მუშაობა,წყვილებში მუშაობა, მცირე ჯგუფებში მუშაობა.
იგივე მეთოდით შეიძლება შევადგინოთ ,,ანტონიმების ბანქო“,მასწავლებლის მიერ მიწოდებულ სიტყვას დაუკავშიროს რამდენიმე ანტონიმი.
სიტყვის\ცნების რუკა.
ეს მეთოდი გამოიყენება როგორც ახალი ლექსიკური ერთეულის შესასწავლად,ისევე ნაცნობი სიტყვის\ცნების მნიშვნელობის სიღრმისეულად გასააზრებლად.ამ დროს მოსწავლეები :
             1.აცნობიერებენ კავშირებსა და მიმართებებს ცნებებს შორის,
             2.მრავალი კუთხით გაიაზრებენ ცნებას(სიტყვას) და მასთან დაკავშირებულ სხვა ცნებებს,
             3.იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
მუშაობის პროცესში მოსწავლეები ავსებენ სქემას. (მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, მცირე ჯგუფები,
სიტყვის პირამიდა. ,,სიტყვის პირამიდა“ ეფექტური საშუალებაა ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ.მისი მეშვეობით მოსწავლე განმარტავს :
·         ახალ, სამიზნე სიტყვას,
·         მოიშველიებს სინონიმს ამ სიტყვის მნიშვნელობის დასაზუსტებლად,
·         იაქტიურებს უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ცოდნას,
·         ივითარებს ახალი ლექსიკური ერთეულის პრაქტიკულად გამოყენების ჩვევას.
დაკარგული სიტყვები. მოსწავლეები ავსებენ ტექსტის მონაკვეთს, რომელშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა. ამ დროს მოსწავლე
·         იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
·         სწავლობს საჭირო სიტყვების ამოცნობას კონტექსტის მიხედვით.აცნობიერებს, რომ ერთი და იგივე აზრი შეიძლება სხვადასხვაგვარად შეიძლება გადმოვცეთ’
·         ეჩვევა კითხვის პროცესში სწრაფ აზროვნებას. (შესაბამისი ტექსტი მოცემულია ,,სიტყვის მარაგი“, აქტივობის რვეული, IV კლასი)
ფანტაზიორები და რეალისტები. ორ ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები ერთი და იმავე სიტყვების გამოყენებით ადგენენ რელისტურ და ფანტასტიკურ წინადადებებს.მოსწავლეები:
·         იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,
·         ეჩვევიან დაკვირვებას, ყურადღების მობილიზებას,
·         ივითარებენ შემოქმედებით და სოციალურ უნარებს.
გასასვლელი სიტყვები. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი თითოეულ მოსავლეს ურიგებსს თითო ბარათს , მოსწავლემ კი უნდა დაწეროს იმ დღეს შესწავლილი რამდენიმე სიტყვა და განმარტოს. ეს მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება:
·         განიმტკიცონ ლექსიკური ერთეულების ცოდნა,
·         გადაამოწმონ, სწორად გაიგეს თუ არა ახალი სიტყვების მნიშვნელობა,
·         შეეჩვიონ ყურადღების მობილიზებას.
სინონიმთა და ანტონიმთა წრე. მუშაობის ფორმა: ჯგუფი ან მთელი კლასი. მოსწავლეები სხდებიან წრეში. ერთი მოსწავლე ამბობს სიტყვას, მეორე კი მის სინონიმს ასე გრძელდება ვარიანტების ამოწურვამდე. თამაში განახლდება წრის იმ ადგილიდან,სადაც მოსწავლე ამბობს ახალ ლექსიკურ ერთეულს. ეს მარტივი და სახალისო მეთოდი ხელს უწყობს ლექსიკური ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებას და დამახსოვრებას.

    ჩავატარე  ღია  ანკეტირება  მშობლებთან, გამოიკითხა 20 მშობელი.(მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული იქნა 2 ახალი მოსწავლე) ანკეტირების  მიზანი  იყო  დამედგინა, კითხულობენ  თუ  არა  სახლში კლასგარეშე  ლიტერატურას  მათი  შვილები. ანკეტირების  შედეგი  ასეთი   იყო:   
დიახ
იშვიათად
არა
12
2
6


       გამოიკვეთა  ხელისშემშლელი  ფაქტორები:  ოჯახის  მძიმე  სოციალური  მდგომარეობის  გამო  მშობლებს  არ  აქვთ  შესაძლებლობა შეიძინონ  კლასგარეშე  ლიტერატურა  ან  ვერ  იცლიან  შვილებისათვის, რადგანაც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწევთ სამუშაოდ წასვლა, შვილები კი ძირითადად,ოჯახის ახლობლების მზრუნველობის ქვეშაა.                                                                                                                                                 
      კვლევამ  აჩვენა,  რომ  ტექსტის  გაგება-გააზრების  დონე  დაბალია  იმ  მოსწავლეებში,  რომლებიც  არ  არიან   გაწაფული მკითხველები,  არ ფლობენ  საკმარის  ლექსიკურ  მარაგს, კითხულობენ  გაუცნობიერებლად  და რაც  მთავარია,  არ იციან  გაგება-გააზრების  სტრატეგიები.
   ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებთან-ჰქონდათ თუ არა ოჯახში კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა და თუ კითხულობდნენ შაბათ-კვირას. შედეგი შემაშფოთებელი იყო:
დიახ
არა
4
16

                                                                                                                                       
დაკვირვებისა  და  მონაცემთა  ანალიზის  შედეგად  დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:                      
·         IV კლასის  ყველა  მოსწავლე  გაწევრიანდეს სკოლაში  არსებულ  ბიბლიოთეკაში, 
·         ,,საკლასო კითხვის საათზე“ გაძლიერდეს მუშაობა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე,მსჯელობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე,
·         დაიგეგმოს ტექსტის  გაგება-გააზრების სტრატეგიების   სწავლება,  რომლებიც  დაეხმარება  მოსწავლეებს  აკონტროლონ ის,  თუ  რა  და  როგორ  გაიგეს, 
·           წინარე  ცოდნის  გააქტიურება ( მოსწავლემ  უნდა  გაიხსენოს  და  გაააქტიუროს  ტექსტის  საკვანძო  თემაზე  საკუთარი  ცოდნა  და გამოცდილება),
·          ვარაუდების  გამოთქმა  ( მოსწავლე  გამოთქვამს  ვარაუდებს, თუ  რა  მიმართულებით  განავითარებს  ავტორი  ამბის  მსვლელობას), 
·         კავშირების  დამყარება  (მოსწავლე  დააკავშირებს წაკითხულ  ტექსტს  საკუთარ  გამოცდილებასთან  და გარესამყაროსთან),
·         ძირითადი  აზრის  გამოკვეთა   (მოსწავლე  გამოკვეთს  ძირითად აზრს წაკითხული  მონაკვეთებიდან  და  აყალიბებს  მას  საკუთარი სიტყვებით), 
·          დასკვნების  გამოტანა  ( მოსწავლე  ამოიცნობს  მოვლენების  მიზეზსა და  შედეგს, გამოიტანს  დასკვნას),  
   გადავწყვიტე  გაგება-გააზრების  სტრატეგიების  სწავლება  განმეხორცილებინა   თანამშრომლობითი  სწავლით,  რაც მოსწავლეების  წყვილებსა  და  მცირე  ჯგუფებში  მუშაობას  გულისხმობს. ამ  დროს  ბავშვები  ეხმარებიან  ერთმანეთს,  მასწავლებელი  კი  საჭიროებისამებრ  ეხმარება  მათ  ამა  თუ  იმ  დავალების  შესრულების  პროცესში,
                დავგეგმე, უფრო ხშირად დავსწრებოდი კოლეგებს გაკვეთილებზე, აგრეთვე დავისწრებ მათ და მივიღებ მათგან უკუკავშირს.         

ინტერვენციის   შედეგები  და  მათი  ანალიზი
   მეოთხე კლასის ყველა მოსწავლე ხალისით ჩაება სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობაში. კითხვის პარალელურად ისინი  წერილობით პასუხობდნენ კითხვებზე:
1.ვინ არის მოთხრობის  ავტორი,
2.ჩემთვის გაუგებარი სიტყვები,
3.ვინ არიან მთავარი პერსონაჟები,
4.როგორ გამოხატეს თავიანთი გრძნობები პერსონაჟებმა,
5.რა მიზნები აქვთ მათ,
6.რა არის მწერლის მთავარი სათქმელი,
7.დაწერეთ მოკლე შინაარსი,
8.გაუზიარე მეგობრებს შთაბეჭდილებები.
თხრობითი და საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების მიზნით მოსწავლეები ავსებდნენ ინდივიდუალურად კითხვარს ,,  გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე“:
1.მე შევამჩნიე რომ......................................................................................................
.........................................................................................................................................
2.მე გამიჩნდა შეკითხვა.............................................................................................
........................................................................................................................................
3.მე მაინტერესებს,რატომ.....................................................................................
4.მე დავფიქრდი...........................................................................................................
.........................................................................................................................................
5.როგორც ჩანს..............................................................................................................
........................................................................................................................................
6.არა ვარ დარწმუნებული..........................................................................................
..........................................................................................................................................
7.მე გავიაზრე................................................................................................................
.........................................................................................................................................
8.მე გამაკვირვა..............................................................................................................
.........................................................................................................................................
9.მე ძალიან მომეწონა.................................................................................................
.......................................................................................................................................
10.მე რომ ვიყო............................................................................................................
........................................................................................................................................
11.მე აღმოვაჩინე,რომ.........................................................................................

მოსწავლეები ჯგუფურად ადგენდნენ შეკითხვებს სხვადასხვა პერსონაჟებისათვის და იღებდნენ ინტერვიუს.  აგრძელებდნენ მწერლის დასრულებულ მოთხრობას-,,რა მოხდებოდა  ამის შემდეგ“, ,,მე რომ მწერალი ვიყო,როგორ დავწერდი ამ მოთხრობას“, ვაძლევდი აგრეთვე ჯგუფური მუშაობისათვის ლექსიდან შერჩეულ ფრაზას ასეთი დავალებით ,,რა გამახსენდა“ და სხვ.
    კარგი გამოცდილება მომცა კოლეგების გაკვეთლზე ურთიერთდასწრებამ და უკუკავშირმა. დავგეგმე და 18 აპრილს ჩავატარე გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი, აგრეთვე მოვისმინე კოლეგების მიერ ჩატარებული გაკვეთილებიც.
დასკვნა:
  განხორციელებული ინტერვენციების შედეგად ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაიზარდა კითხვის დონე, მოსწავლეები უფრო თამამად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს და მოჰყავდათ სათანადო არგუმემენტები. გამდიდრდა მათი ლექსიკური მარაგი და გაუადვილდათ ტექსტის გაგება-გააზრება.
  22 მაისს კვლავ ჩავატარე გამოკითხვა უცხო ტექსტის კითხვაში და ასეთი შედეგი მივიღე:

N
მოსწავლის სახელი და გვარი
წუთში წაკითხული სიტყვების რაოდენობა
5 ქულა
გამართული კითხვა
(58)
4 ქულა
დასაშვები
(50-58)
3 ქულა
საშუალო
(40-50)
2 ქულა
დაბალი
(40-ზე ნაკლები)
1
მარიამ ბერიძე
50


3

2
ბექა ბექაური
85
5



3
ნიკა გორგაძე
62
5



4
ანრი დავითაშვილი
80
5



5
რუსლან დავითაძე
83
5



6
ჯაბა დავითაძე
60
5



7
ლუკა დუმბაძე
57

4


8
ანრი დუმბაძე
55

4


9
გიორგი თურმანიძე
80
5



10
მარიამ კახიძე
44


3

11
საბა მორთულაძე
42


3

12
ელენე მახარაძე
92
5



13
ნუკრი ფასანიძე
48


3

14
გვანცა შანიძე
80
5



15
ლიზი შენგელია
80
5



16
ხათუნა ჯავახია
70
5




17
გიორგი ცინდელიანი
49


3

18
ლინდა ხოზრევანიძე
65
5



19

ანასტასია ხარაზიშვილი
85
5



20
ლუკა სურმანიძე
56

4





ანუ:



გამოკითხულ მოსწავლეთა რაოდენობა

გამართული კითხვა


დასაშვები დონე

დაბალი(საშუალო)

დაბალი(რისკის ზონა)

20

60%

15%

20%

0%

       განმეორებით ჩატარდა აგრეთვე ტესტირება საინფორმაციო და თხრობითი ტესტის გაგება-გააზრების მიზნით. დაფიქსირდა მოსწავლეთა შედეგების პროგრესი.(ტესტის მასალა მოცემულია ნ. გორდელაძის მიერ შედგენილ მეოთხე კლასის აქტივობების რვეულში ,,სიტყვის მარაგი“, 2017)

   თუ შევადარებთ პირველი და მეორე გამოკითხვვის შედეგებს, ნათლად დავინახავთ, რომ ამაღლდა მოსწავლეთა კითხვის დონე, რაც განაპირობა ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიებმა და შესაბამისად ამაღლდა მოსწავლეთა მიერ ტექსტის გაგება-გააზრების დონე.(ჩემ მიერ მოსწავლეებთან ჩატარებული მუშაობის ამსახველი მასალები ინახება ჩემს პორტფოლიოში.)
       
დასკვნები  და რეკომენდაციები

1.ტექსტების  გაგება-გააზრების  უნარის  დაბალი დონის ერთერთი მიზეზი არის ლექსიკური მარაგის სიმწირე,   
2. საჭიროა  მუდმივი   მუშაობა ლექსიკური  მარაგის  გასამდიდრებლად, ამისთვის  სასურველია  გამოვიყენოთ  მრავალფეროვანი  მეთოდები,  სავარჯიშოები  და  გრაფიკული  სქემები.                                                                                                                                                        
3.საკუთარი  აზრის  გაზიარებისა  და წაკითხულის  უკეთ  დამახსოვრებისათვის  კარგი  საშუალებაა  კითხვასთან  წერის  დაკავშირება:  მონიშვნების, ჩანაწერებისა  და ამონაწერების  საშუალებით.
4.ხშირი  დისკუსიები  წაკითხულის  შესახებ,  რადგან  ეს ტექსტის  გაგება-გააზრების  ერთ-ერთი  საუკეთესო  გზაა. მოსწავლის  მიერ მოვლენების  აღწერა, ამბების  მოყოლა, მოსმენილის  ან  ნანახის  ზეპირად  გადმოცემა  დიდ  როლს  ასრულებს  გაგება-გააზრების  უნარების  განვითარებაში.
5.გაკვეთილებზე  სახვითი  ხელოვნების  გამოყენება-დახატონ  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ეპიზოდი  ან  შეასრულონ  ნახატი,  რომელშიც  გამოიკვეთება პერსონაჟის  მახასიათებლები.
6.ბავშვები უნდა იყვნენ ჩაბმულნი სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობაში, კოლექტიურად მსჯელობდნენ წაკითხულზე, ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს,
7.  მოსწავლეებს  გავუწიოთ მუდმივი  მონიტორინგი, შევაგროვოთ ინფორმაცია  და  მივცეთ  საჭირო  უკუკავშირი, ამისთვის  გამოვიყენოთ დაკვირვების  სხვადასხვა  ინსტრუმენტი.         
8. უფრო აქტიურად ჩაერთონ მშობლები ბავშვების განათლების საკითხში,
9.   სასწავლო  პროცესში გამოყენებული იქნას  მრავალფეროვანი  სასწავლო  რესურსი   და  მასწავლებელთა  თანამშრომლობა  სწავლების  გაუმჯობესების  მიზნით.    





ლიტერატურა

1.სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული- კითხვისა  და  წერის  სწავლება  დაწყებით  საფეხურზე  I-VI კლასები.                                                                             
2. ნ. ბესელია, პ. პაპავა  წიგნიერება დაწყებით  კლასებში, მეთოდური  სახელმძღვანელო  მასწავლებლებისათვის. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო.    2011  
3. ეროვნული  სასწავლო გეგმა,  2011-2016 წლები. საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერებისა  სამინისტრო.                                                                                                                                                      
4.გზამკვლევი  მასწავლებლებისათვის.  ქართული  ენა და ლიტერატურა,  I-VI კლასები. ეროვნული  სასწავლო  გეგმების  ცენტრი,  2011  
  5. თამარ  ჯაყელი  „წაკითხულის  გააზრება“,  ეროვნული  სასწავლო  გეგმებისა  და  შეფასების  ცენტრის ჰუმანიტარული საგნების  ჯგუფის  კოორდინატორი (გაზეთი  „ახალი  განათლება“, 2008, 10  -16  აპრილი]                                                                                                                                 
6. PIRLS    2011.  წიგნიერება. კითხვაში  მოსწავლეთა  მიღწევა  და  მასთან  დაკავშირებული  ფაქტორები.  გამოცდების  ეროვნული  ცენტრი.  2013.  
 7. ეროვნული  სასწავლო  გეგმებისა  და შეფასების  ცენტრის  კვლევები, თბილისი,  2007.       
 8. http://naec.ge/files/765-PIRLS-oriaT6. pps-  წიგნიერების  საერთაშორისო კვლევის  შედეგები.    
 9.Put  Reading First. The  research building  blocks   of Reading instruction.  Nacional institute  of Literasy. 2003.gv. 29.    
                                                                                       

რეფლექსია  კვლევის  შედეგების  შესახებ
      სსიპ  ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  სალიბაურის  N 2   საჯარო  სკოლაში განვახორცილე   საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა  თემაზე  „ რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირე“.
კვლევის თემად ამ საკითხის არჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ  მოსწავლეთა  კითხვის  უნარის  საერთაშორისო  შეფასების  პროგრამების  მონაცემების  მიხედვით  მეოთხე  კლასის  მოსწავლეები  სათანადო  შედეგებს  ვერ  აღწევენ  წაკითხული   მხატვრული  და ინფორმაციული  ტექსტების  გაგება-გააზრებაში. ჩემი მიზანი იყო დამედგინა ერთერთი ფაქტორი, კერძოდ, ლექსიკური მარაგის სიმწირე რა გავლენას ახდენდა ტექსტის გაგება-გააზრებაზე.
     კვლევა  განვახორციელე  2017-2018 სასწავლო წლის   ნოემბერ- ივნისის  განმავლობაში.  წინასწარმა დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მეოთხე კლასის მოსწავლეთა თითქმის 40% სათანადოდ ვერ ფლობდა კითხვის ტექნიკას და ჰქონდა მწირი ლექსიკური მარაგი.(დაბალი მზაობის მოსწავლეთა მაჩვენებელი ძირითადად მოდიოდა იმ მოსწავლეებზე,რომლებიც სას.წლის განმავლობაში გადმოდიოდნენ სხვა სკოლებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით)
    კვლევისათვის განსაზღვრულ პერიოდში ჩემ მიერ ჩატარდა თანმიმდევრული,სისტემატიური, მიზანმიმართული მუშაობა. მუშაობის პერიოდში ვაწარმოებდი მონიტორინგს და ვადარებდი წინა შედეგს. ვრწმუნდებოდი, რომ კვლევა პროგრესული კუთხით ვითარდებოდა. ჩემ მიერ არჩეული სტრატეგიებით მიზანს ვუახლოვდებოდი. დიდი გამოცდილება შემძინა კოლეგების დასწრებამ და გამოცდილების გაზიარებამ, აგრეთვე დავადგინე, რომ სწავლის პროცესშიი უფრო მეტად უნდა ჩამერთო მოსწავლეთა მშობლები.
    განმეორებით ჩატარებულმა დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მივიღე დადებითი შედეგი: ლექსიკური მარაგის გამდიდრებამ აამაღლა მეოთხე კლასის მოსწავლეებში კითხვისა და ტექსტის გაგება-გააზრების დონე. მიღებული გამოცდილება გავუზიარე ჩემს  კოლეგებს 14 ივნისს და მივიღე მათგან უკუკავშირი.
    მივაღწიე მიზანს,რაც დასახული მქონდა. კვლევის შედეგად მიღებულ გამოცდილებას კიდევ უფრო გავამდიდრებ ეფექტური სტრატეგიებით და გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
                                                                                                                                   

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
                                                                  \ მ. ავალიანი  \                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    
                                                                                                    

                                                                                                                                   
                        





  

  







Комментарии

  1. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить
  2. Casino and Hotel Review - KTM Hub
    Casino and Hotel Review 평택 출장샵 천안 출장마사지 It's not the first casino in Vegas to hit the Strip, 남원 출장안마 but this one is arguably the best. For the players in the area, this 상주 출장샵 is 양산 출장마사지 a

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

პროექტი - 2021-2022 სასწავლო წელი