კვლევა-რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირე“
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა კითხვის უნარის საერთაშორისო შეფასების პროგრამების მონაცემების მიხედვით მეოთხე კლასის მოსწავლეები სათანადო შედეგებს ვერ აღწევენ წაკითხული მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების გაგება-გააზრებაში. საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია, გასული საუკუნის 50 -იანი წლებიდან აწარმოებს კვლევებს კითხვისა და გაგება-გააზრების უნარების შესაფასებლად. აღნიშნული კვლევები საშუალებას აძლევს მონაწილე ქვეყნებს შეადარონ მოსწავლეთა მიღწევების დონე, გაანალიზონ ამა თუ იმ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები. სასკოლო სისტემის დაწყებით საფეხურზე...